მომსახურების წესები

განახლდა: 18 ოქტომბერი, 2026

ეს წესები ეხება Spido-ს საიტს, მანქანის აპს და ტელეფონის აპს. Spido-ს გამოყენებით მათ ეთანხმები, ამიტომ ყურადღებით წაიკითხე.

1. რა არის Spido

Spido არის ვებ-აპი Tesla-ს ბრაუზერისთვის: ნავიგაცია ქართული ხმით, რადარები, დამტენები, ამინდი, ბატარეის პროგნოზი, ძრავის ხმა და მისამართების გამოგზავნა ტელეფონიდან.

Spido დამოუკიდებელი პროექტია და Tesla, Inc.-თან კავშირი არ აქვს. Tesla მისი მფლობელის სავაჭრო ნიშანია.

2. ანგარიში

  • ანგარიში ელფოსტით იქმნება, პაროლის გარეშე: შესასვლელად ელფოსტაზე 6-ნიშნა კოდი მოდის. რეგისტრაციისას სახელს და ტელეფონს ვითხოვთ.
  • კოდი არავის გაუზიარო. რაც შენი ანგარიშიდან ხდება, შენს პასუხისმგებლობაზეა.
  • მანქანა ანგარიშს QR კოდით ან ციფრული კოდით უკავშირდება. მისი მოხსნა ნებისმიერ დროს შეგიძლია.

3. ბეტა და ფასი

Spido ახლა ბეტაშია და პირველი 45 მძღოლისთვის უფასოა. ბეტაში ადგილს რეგისტრაციის შემდეგ ზარით ვადასტურებთ: დადასტურებამდე მანქანის დაკავშირება შეიძლება, აპით სარგებლობა არა. ადგილის მინიჭებაზე უარის თქმა ან მისი გაუქმება ჩვენ შეგვიძლია. ბეტაში ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს, დაემატოს ან დროებით არ იმუშაოს.

მოგვიანებით გამოჩნდება ფასიანი Premium. ფასს და პირობებს წინასწარ გაგაცნობთ. ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრება: გადახდა საბანკო გადარიცხვით ხდება და Premium გადახდის დადასტურების შემდეგ ჩაირთვება.

4. უსაფრთხოება გზაზე

მართვისას მთავარი გზაა. Spido დამხმარე საშუალებაა და მძღოლის ყურადღებას ვერ ჩაანაცვლებს.

  • მარშრუტი, რადარები, სიჩქარის ლიმიტები, საცობები, დამტენები, ამინდი და ბატარეის პროგნოზი შეიძლება იყოს არაზუსტი ან მოძველებული.
  • ყოველთვის დაიცავი საგზაო ნიშნები, მოძრაობის წესები და ის, რასაც გზაზე ხედავ.
  • მისამართი გაჩერებულმა შეიყვანე ან მგზავრს სთხოვე. მართვისას ტელეფონით სარგებლობა არ შეიძლება.

5. დასაშვები გამოყენება

Spido კანონსაწინააღმდეგოდ არ გამოიყენო. ნუ სცდი სისტემის გატეხას, სხვისი ანგარიშით შესვლას, სერვისის გადატვირთვას ან მონაცემების მასობრივ ამოღებას. ასეთ შემთხვევაში ანგარიშს შევაჩერებთ.

6. პასუხისმგებლობა

Spido მოგეწოდება „როგორც არის“. ვცდილობთ, სტაბილურად იმუშაოს, მაგრამ შეუფერხებელ და უშეცდომო მუშაობას ვერ გპირდებით.

კანონით დაშვებულ ფარგლებში არ ვაგებთ პასუხს ზიანზე, რომელიც სერვისის შეფერხებით ან აპის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღე, მათ შორის ჯარიმებზე და გზაზე მომხდარ შემთხვევებზე.

7. სხვა სერვისები

რუკის მონაცემები © OpenStreetMap-ის ავტორები, ODbL ლიცენზიით. მუსიკა SoundCloud-იდან იტვირთება. ამ სერვისებს თავიანთი წესები აქვთ. მონაცემებზე დაწვრილებით კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.

8. ანგარიშის წაშლა

ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო. წესების დარღვევისას ანგარიშის შეჩერება ან წაშლა ჩვენც შეგვიძლია.

9. ცვლილებები და კანონი

წესები შეიძლება განვაახლოთ. მნიშვნელოვან ცვლილებებზე საიტზე ან ელფოსტით გაცნობებთ. ამ წესებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება.

10. კონტაქტი

კითხვები მოგვწერე: [ელფოსტა]

ასევე წაიკითხეკონფიდენციალურობის პოლიტიკა